PSAGE.ORG.GE
PSAGE.org.ge
კონფერენციის მასალები

  • საქართველო და მოლდოვა: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება
  •  


    კრებულის გამოცემა მხარდაჭერილ იქნა მარია კიურის IRSES FP7 ევროპული პროგრამის „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დროს გაჩენილი შესაძლებლობების და შეზღუდვების, გამოწვევების და წინაშობების  საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები, საქართველოსა და მოლდოვის ინტეგრაციის პროცესების მაგალითზე” და მასში შედის პროექტის ქართველი და მოლდაველი მონაწილეების მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები. კონფერენცია ორგანიზებული იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების დეპარტამენტის და მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და მიეძღვნა ორივე ქვეყანაში, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული რეალობის და ტენდენციების, გამოწვევების და პერსპექტივების მრავალგანზომილებიან კვლევას. სტატიები განკუთვნილია მეცნიერთათვის, დოქტორანტურის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების­თვის - ყველასთვის, ვისაც კი წარმოდგენილი პრობლემატიკა აინტერესებს.


    © 2016. All Rights Reserved. Psage.org.ge